ფილოსოფია, პოლიტიკა, ომი და მშვიდობა ირონიისა და უსასრულო იუმორის ფონზე ...ვუდი ალენის გმირი ბორისი,მე-19 საუკუნის მამაკაცი,მთელი ფილმის განმავლობაში , თავის ნათესავ გოგონას სონიას მაღალ მატერიებზე 'ინტელიგენტურად' ესაუბრება...
პროფესიონალი მკვლელი ჯონ ლი იღებს ახალ დავალებას - პოლიციელის მოკვლა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მან ჩახმახი ვერ აწია: ბავშვს იარაღი ეჭირა. და მაფია არ პატიობს შეცდომებს. ის აგზავნის თავის ხალხს მის ნაცვლად და ჯონი ხდება სამიზნე. ახლა ის და თაღლითი მეგი, რომელიც შემთხვევით ხდება ყველა მოვლენის მონაწილე, ხვდებიან კრიმინალების და პოლიციის სროლის ქვეშ. გაქცევის ერთადერთი გზა ორივესგან დამალვაა, მაგრამ ადრე თუ გვიან მათ ერთმანეთის პირისპირ შეხვედრები მოუწევთ.
ჩვეულებრივმა სიეტლელმა თინეჯერმა კოდი ბენქსმა, შეთავსებით –ცენტრალური დაზვერვის უმცროსმა აგენტმა, სამშობლო კვლავ უნდა გადაარჩინოს. ამჯერად ის ლონდონში მიემგზავრება. „ლეგენდის“ მიხედვით ის – სტუდენტია, რომელიც სასწავლებლად ჩამოვიდა, მაგრამ კოდის მთავარი ამოცანაა – მოპარული საიდუმლო მოწყობილობის პოვნა, რომლითაც ადამიანების გონების მართვა შეიძლება. ოპერაციის მსვლელობისას ბენქსი ხვდება, რომ ეს „ოპერაცია“ – დიდი თაღლითობის დასაფარი საშუალებაა, რომელშიც მისი უფროსობაა ჩარეული...