ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.

იტალიური წარმოშობის ამერიკელს, პიცერიის მფლობელს, ძნელად შეიძლება ეწოდოს პატივსაცემი ქმარი. ამ დროისთვის ახერხებს ცოლისთვის დამალოს სასიყვარულო რომანი. მაგრამ ყველა საიდუმლო ცხადი ხდება. და ეჭვიანობის დროს მოტყუებული ცოლი რამდენიმეჯერ ცდილობს მოწამლოს, ესროლოს და ააფეთქოს მოღალატე ქმარი.

ნიუ-იურკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი.