ჰონგ-კონგი, სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.

ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება.

CIA-ს ანალიტიკოსი ჯეკ რაინი ჩართულია უკანონო ბრძოლაში ამერიკის ხელისუფლების მხრიდან კოლუმბიის ნარკომანთა კარტელის წინააღმდეგ.