ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და ითავა მათი ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული.
ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.
ამერიკაში პირველი შავკანიანი ჯარისკაცების ქვედანაყოფის ისტორია სამოქალაქო ომის დროს. ახალგაზრდა და გამოუცდელმა ჩრდილოეთელმა ბიჭმა უნდა ასწავლოს მათ ბრძოლა... მაგრამ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დროა.