1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს

ლეონარდო ბრმა მოზარდია, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს თავისი ძველი შეყვარებულის ჯოვანის ეჭვიანობას და ამავდროულად შეეცადოს თავისი ახალი მეგობრის გაბრიელის მიმართ გრძნობების დალაგება.

ფილმის მთავარი გმირია ჰომოსექსუალი ირანის პრინცი, რომელზეც რევოლუციონერი ისლამისტები ნადირობენ. პრინცს ყოფილი შახის ცოლიც დასდევს, რომელსაც მისგან ბავშვის გაჩენა სურს. პრინცი ნიმფომან სექსილიასაც უყვარს, რომელიც თავისი გულუბრყვილობით ფიქრობს, რომ ქალებისადმი პრინცის გულგრილობა მისი ნატურის პლატონურობიდან გამომდინარეობს.

წყვილი ნიკოლ და ჟან-მარი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ფლობენ ქიმწმენდას და მრავალი წლის განმავლობაში არიან ჩაძირულნი თავიანთი ოჯახური ბიზნესის ზრუნვაში. თავისუფლების, ბედნიერების, სიხარულის სურვილებს სამუშაო დილიდან საღამომდე თრგუნავს. შემთხვევითი შეხვედრა სტუმრად მყოფ კომიკოსებთან, რომლებიც ადგილობრივ კაბარეში ორაზროვან ნომრებს ასრულებენ, მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სრულიად განსხვავებული სამყარო მათთვის მიმზიდველად გამოიყურება. ისინი ემორჩილებიან ცნობისმოყვარეობას და იწყება თამაში, რომელსაც მივყავართ ტრაგედიამდე.