კარლო რისტუჩია ადევნებს თვალს, როგორ ინგრევა მისი შესახედავად კეთილმოწყობილი ოჯახი. მისი ცოლი ჯულია მასწავლებლად მუშაობს, თუმცა მთელი თავის ცხოვრება ოცნებობდა მსახიობი გამხდარიყო ; 18 წლის ქალიშვილი ვალენტინა მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ ტელეშოუზე მოხვდეს, რაც თითქმის არარეალურია; შვილი პაოლო ცალმხრივადაა შეყვარებული და პლანს ეწევა; თვითონ კარლო კი მოსაწყენი ფინანსისტია და გადამალა თავისი დაწყებული რომანი. მათი ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით და წყენით. მაგრამ ერთხელაც, მორიგი სკანდალების და კინკლაობის დღეს, კარლო თავისი ახალგაზრდობის სიყვარულს შეხვდება, მომხიბვლელ და მშვენიერ ალისიას, რომელიც მისი საყვარელი და მუზა ხდება.
ინგლის-გერმანიის ომში დაჭრის შედეგად სერ კლიფორდ ჩატერლი ნაწილობრივ პარალიზებული იყო და ამიერიდან იძულებული გახდა ინვალიდის ეტლით გადაადგილება. მისმა ამ მდგომარეობამ შეუძლებელი გახადა ნორმალური სექსუალური ურთიერთობა მის მშვენიერ ახალგაზრდა მეუღლესთან კონსტანსთან. კონის (ასე სიყვარულით ეძახდა მის ცოლს ჩატერლი) უყვარდა ქმარი და მზად იყო მისი ერთგული დარჩენილიყო, ინვალიდზე ზრუნვა. გააცნობიერა, რომ ახალგაზრდა ქალის არსებობა სექსის გარეშე ნორმალური არ არის, სერ კლიფორდმა კეთილშობილურად დაუშვა მას, თუ შესაფერისი მამაკაცი იპოვეს, შეყვარებული ჰყოლოდა.