ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

ბენ-ჰური 1959 წელს რეჟისორ უილიამ უაილერის გადაღებული ფილმია. ის ებრაელი დიდგვაროვანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეგობრის ღალატის შემდეგ რომში მონობაში ჩავარდება, შემდეგ თავს დაიხსნის და შურის საძიებლად სამშობლოში დაბრუნდება.rnფილმი ოსკარის 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.

ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.

ამ ფილმში მოთხრობილია ამერიკელისა და კამბოჯელის მეგობრობის ისტორია 1975 წლის სისხლიანი რევოლუციის პერიოდში, როდესაც მილიონობით კამბოჯელი გაანადგურეს.

ფილმი ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი სამყაროს აღმოჩენაზე მოგვითხრობს.