ჩაპლინისეული კლასიკა მისი პატარა კაცუნას თავგადასავლებზე ალიასკაზე, ოქროს საბადოებზე. 1942 წელს ჩაპლინმა თავიდან დაამონტაჟა ფილმი და დაამატა კადრსმიღმა საავტორო ტექსტი, საკუთარი მუსიკალური გაფორმებით.
ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ გაჩნდა ლეგენდა ამაზონკის ჭაობებში ჩაკარგულ ზღაპრულად მდიდარ ქვეყანა ელდორადოზე. 1561 წელს მის საძებნელად გაემგზავრა ესპანელ თაღლითთა ექსპედიცია პისაროს ხელმძღვანელობით. გაუვალ ჯუნგლებში გააგზავნეს 40–კაციანი რაზმი დონ პედრო ურსოს მეთაურობით, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვათ ელდორადო. რამდენიმე დღეში რაზმმა მებრძოლების დაკარგვა დაიწყო. ისინი იღუპებოდნენ ინდიელების ისრებისგან და იძირებოდნენ მდინარეში. ურსომ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა თანაშემწემ, აგირემ აჯანყება მოაწყო, მეთაურობა საკუთარ ხელში აიღო და ექსპედიცია გააგრძელა, მაგრამ მათ უკან დაბრუნება არ ეწერათ...