"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.

ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.