ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.
უკვე ერთი თვეა რაც მაიკლს 30 წელი შეუსრულდა. მას ყველაფერი აქვს, რაზედაც ოცნებობდა: საინტერესო სამუშაო, საკუთარი სახლი და საყვარელი გოგონა. მაგრამ ის უკან იხევს როდესაც იგებს, რომ ჯეინი ბავშვს ელოდება. მას გონია, რომ მისი ოცნება იმსხვრევა.
ლეო, გერცოგი მეცხრამეტე საუკუნიდან, აღმოჩნდება თანამედროვე დროში. იგი მოულოდნელად კეიტ მაკკეის ხვდება. ლეო მიმზიდველი ჯენტლმენია, კეიტი კი ჩვენი დროის წარმატებული, საქმიანი ქალი.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება...და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება. ერთდროულად შვილიშვილის და შვილის მოლოდინი, ჯორჯს აიძულებს შეცვალოს გეგმები.
როდესაც ის იგებს, რომ მისი დიდი ხნის მეგობარი გოგონა ფეხმძიმედაა, იგი მიხვდება, რომ საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მოუწევს.
ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის.