პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება დასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს გამოცდას სკოლაში, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის.
ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას განიცდიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები გულს არ იტეხენ, სჯერათ სიყვარულის და ბედნიერების.
ოლი ტრინკე ახლგაზრდა, თავაზიანი, მუსიკის პუბლიცისტია, რომელსაც ახალმოყვანილ ცოლთან და შვილთან ერთად თითქოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ განგება მას საშინელ გამოცდას უწყობს, როდესაც იგი მარტოხელა მამა ხდება, კარიერა დასამარდა და იგი იძულებულია საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს. ნორმაში ჩასადგომად ახალი სიყვარული და სიმხნვე სჭირდება, რომელსაც ოლი ტრინკეს მისი ქალიშვილი აძლევს.
ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.