ახალგაზრდა და ნიჭიერმა დრამატურგმა დაწერა პიესა, მაგრამ როგორც ყოველთვის პიესის დადგმისთვის ფული არასოდეს არ არის საკმარისი. მასთან დასახმარებლად სახელგანთქმული განგსტერი მივა ნიუ-იორკიდან, რომელიც ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვს მთავარ როლზე დანიშნონ მისი უნიჭო მეგობარი გოგო. პიესის ავტორი დილემის წინაშეა: ან ფული და უნიჭო მსახიობი, ან უარი უნიჭო მსახიობს - მაშინ პიესა არ დაიდგმება.

კორდებალეტისკენ მიმავალი გზა ბროდვეის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე იწყება, სადაც რეჟისორი და ქორეოგრაფი ზაკი ახალგაზრდა მოცეკვავეებს არჩევენ. მათგან ერთ–ერთი ბროდვეის ახალ საბალეტო შოუში რვა ადგილიდან ერთს დაიკავებს. მღელვარება მატულობს, როდესაც 16 პრეტენდენტი რჩება... ახლა კონკურსანტებს საკუთარი თავის შესახებ მოუწევთ საუბარი.

გავიდა ხუთი წელი და ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის გმირის, ტონი მანეროს ცხოვრებაში შაბათის ღამის ციებ-ცხელება გრძელდება - ამჯერად მას მოუწევს მწვერვალის დაპყრობა, რომელსაც ბროდვეი ჰქვია.