ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

ექსკლუზიური კურორტი "ლავა სპრინგს ქანთრი ქლაბსი" "უაილდქეთის" გუნდის გმირ ტროი ბოლტონს, მის გენიოს შეყვარებულ გაბრიელა მონტეზს და მათ ორ უახლოესს მეგობარს მიიწვევს ზაფხულის სამუშაოზე. შარპეი ევანსი, ვის მშობლებსაც ეკუთვნით ეს ადგილი ტროის და გაბრიელას დაშორებას გეგმავს, რადგან ტროი თვითონ მოსწონს. საბოლოოდ ტროიმ უნდა გააკეთოს არჩევანი სიყვარულსა და კარიერას შორის.