კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მესამე ფილმი - წითელი, სიყვარულის შესახებ, რომელიც ხანდახან ადამიანების ბედ-იღბალს განაგებს.

სიყვარულის პირველი სიმპტომები ადამიანებში სასიამოვნო გრძნობებს იწვევს და ეს გულუბრყვილო არსებები საკუთარი ნებით ეშვებიან მის ტალღებში ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, თუ რა საშიში ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ.