ჰამფრი ბოგარტი და ლორენ ბეკოლი ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის ეკრანიზაციაში. ფილმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე მოგვითხრობს
რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
ადგილობრივი მცხოვრები, მშვენიერი გოგონა, საკუთარი ნებით ხდება ინგლისელი ჩინოვნიკის საყვარელი. ასეთ გოგონებს "ინტიმურ დღიურებს" უძახიან: ისინი ეხმარებიან კოლონისტებს ადგილობრივი ენის და ინტიმური ჩვევების შესწავლაში.