მდიდარ ბიზნესმენს და მის მეუღლეს ორი ვაჟი ჰყავთ - ნაშვილები რაჰული და მშობლიური როჰანი. რაჰული უმეგობრდება მასზე შეყვარებულ ნაინას და მამა მათ დაქორწინებას სთავაზობს. მაგრამ რაჰული ხვდება ღარიბ უბანში მცხოვრებ ლამაზ გოგონას ანჯალის და შეუყვარდება იგი. მიუხედავად მამისთვის მიცემული დაპირებისა, რომ გოგონას მიატოვებდა, რაჰული ფარულად ქორწინდება მასზე, რაც მამის გაბრაზებასა და ლანძღვას იწვევს. რაჰული ტოვებს სახლს და მიდის ლონდონში. 10 წელი გადის. ზრდასრული როჰანი, რომელიც სასწაულებრივად გადაიქცა უხერხული მსუქანი კაციდან და ღორღიდან სპორტსმენად და ლამაზ კაცად, გაიგებს მამასა და ძმას შორის კონფლიქტის შესახებ და პირობას დებს, რომ ძმას ოჯახში დააბრუნებს.

1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.

არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.

ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად.