რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!