ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.

იაპონია, მე-16 საუკუნე. ჰიდეტორის ხანდაზმული მმართველი აცხადებს თავისი ქონების გაყოფას სამ ვაჟს შორის. ორი უფროსი ვაჟის ერთგულების ცრუ გარანტიებით მოტყუებული, ჰიდეტორი ასახლებს უმცროსს, რომელმაც გაბედა იმის მტკიცება, რომ მამის გადაწყვეტილება მთელ მათ ოჯახს სიკვდილს მოუტანდა. მზაკვრული ღალატის მსხვერპლი რომ გახდა, მმართველი გონებას კარგავს და მის მემკვიდრეებს შორის დაუნდობელი ძმათამკვლელი ომი იწყება.

ფრანცისკანელი მორჩილი ვილიამი და მისი ახალგაზრდა თანმხლები იძიებენ მისტიკური მკვლელობების სერიას შუასაუკუნეების სააბატოში.

მაროკოს უდაბნოში მოგზაურ დაქორწინებულ წყვილს თავს ტრაგედია დაატყდება და ეს ამბავი ოთხი სხვადასხვა ოჯახის ისტორიაში გადაიკვეთება.

ფილმის მთავარი გმირია დიდ საპატა, უბრალო გლეხი, რომელმაც ხმა აიმაღლა კორუფციის წინააღმდეგ და ხელი აღმართა მათ ფასეულობებზე.