იღბლიანი ქურდი ჰარი და მისი პარტნიორი ძარცვავენ საბავშვო სათამაშოების მაღაზიას, მაგრამ პარტნიორის ზედამხედველობის გამო განგაში ირთვება და გმირებს გაქცევა უწევთ. ჰარი ახერხებს პოლიციის დევნისგან თავის დაღწევას აუდიციაზე, რომელსაც წარმატებით გადის და ჰოლივუდში ვარსკვლავების წვეულებაზე მთავრდება. იქ ის ხვდება დეტექტივ პერის, რომელიც მას პარტნიორად ავალებენ სამსახიობო უნარების გასამყარებლად - ისინი დროებით დეტექტივები იქნებიან, რათა ჰარი უკეთესად გამოიჩინოს თავი ბოლო აუდიენციაზე.

ნარკოტიკებთან მებრძოლი დეტექტივების ჯგუფი ცდილობს კრიმინალური ორგანიზაცია ამხილოს. ამისათვის ფარულად უნდა იმოქმედონ და ერთ რესტორანში დაიწყებენ მუშაობას, რომელიც ქათმის არაჩვეულებრივი კერძებით გახდება ცნობილი. მოულოდნელი პოპულარობის წყალობით, დეტექტივები მათთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

მამაცი ფილეას ფოგი და მისი მსახური პასპარტუ მიემგაზვრებიან მოგზაურობაში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ისინი მოინახულებენ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ქალაქს, გადალახავენ ოკეანეებს, მთებს და უდაბნოებს. მთელი გზის მანძილზე მათ უკან დასდევს ინგლისელი დეტექტივი ფიქსი. ფილმი ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

ერთხელ,ექიმი ვატსონი მკურნალობდა ინსპექტორს სკოტლანდ იარდიდან. ის პაციენტს არა მხოლოდ დაავადებაზე ესაუბრებოდა, არამედ მის სამუშაოზეც. ფაქტების მოსმენის შემდეგ ის დაეხმარა ინსპექტორს მკვლელის პოვნაში.

ალექს ფოლი ბევერლი ჰილსში ბრუნდება. ამჯერად იგი მეგობარ პოლიციელებს მეტად უცნაური ძარცვის საქმის ძიებაში ეხმარება.