ეპიკური ისტორიული თრილერი, სასტიკი შურისძიების შესახებ, რომელშიც მოვლენები ისლანდიაში მე-10 საუკუნის ბოლოს ვითარდება, როდესაც ახალი მიწების ძიებაში დაუნდობელი ვიკინგები თავიანთ სამშობლოს ტოვებენ და იწყებენ უცხო ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ფილმი ახალგაზრდა სკანდინავიელი პრინცის ამლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მოკლული მამის გამო შურისძიებას და სამართლიანობის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობს.

იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოების რუსული ეკრანიზაცია. სიუჟეტი ეფუძნება გოეთეს პოეტური დრამის პირველ ნაწილს, სადაც მოთხრობილია მარგარიტა ფაუსტის სიყვარულის ისტორია.

ბეგარის გადასახადის დაგვიანებისთვის თავადი ციციშვილი არსენას მამას ყურს ჩამოათლის. არსენა ფიცს დადებს, რომ მამის შეურაცხყოფისთვის შურს იძიებს. თავადის უსამართლობით გატანჯული გლეხები მხარს დაუჭერენ არსენას, კონფლიქტი აჯანყებაში გადაიზრდება. ციციშვილი სოფელში დამსჯელ რაზმს ჩააყენებს და მოსყიდული გლეხის, ფარსადანის მეშვეობით არსენას ციხეში გამოამწყვდევს. დეკაბრისტ ოსტუჟევის დახმარებით ხერხდება არსენას ციხიდან გაქცევის ორგანიზება. არსენა კვლავ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ კაზაკთა ჯართან უთანასწორო ბრძოლაში მისი რაზმი დამარცხდება. არსენას მოღალატე ფარსადანის ტყვია შეიწირავს.