ფილმს მიღებული აქვს შვიდი ოსკარი, მათ შორის საუკეთესო ფილმისათვის. მასში მოთხრობილია 1789 წლის ისტორია, როდესაც ბრიტანულმა ხომალდმა "ბაუნტიმ" ტაიტიზე დაბრუნება გადაწყვიტა, ხომალდის ეკიპაჟს სამუდამოდ იქ დაჩენა სურდა.

ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.

უილიამ ირიშის მოთხრობის ეკრანიზაცია. მდიდარი მამაკაცი ფოსტით უკვეთავს საცოლეს, მაგრამ ქალი ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ის ელოდა.

ოთხი წლის შემდეგ, რაც იურიული პერიოდის პარკის გენეტიკურად გამოყვანილი დინოზავრები გაცოფდნენ, მულტიმილიონერი ჯონ ჰამონდსი შოკში აგდებს ქაოსის თეორეტიკოს იან მალკოლმს, რომელიც გამოააშკარავებს, რომ მულტიმილიონერს კვლავ გამოჰყავს მხეცები საიდუმლო ადგილას. მალკოლმი, მისი პალეონტოლოგი შეყვარებული და ვიდეო ოპერატორი ექსპედიციას უერთდებიან, რათა ასახონ მომაკვდინებელი ხვლიკის ბუნებრივი ქცევა.

თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

მეკობრე მორგან ადამსის უშიშარი ქალიშვილი ცდილობს შური იძიოს მამის მკვლელობისთვის, რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონას მემკვიდრეობით ერგო თავზეხელაღებულთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის ჯგუფს კრებს, რომელშიც მამის ძველი თანამებრძოლნი არიან.