ერინ ბროკოვიჩი ორჯერ განათხოვარი, მარტოხელა დედაა სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებული ლამაზმანისთვის, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით.

მას შემდეგ რაც იგი მიყრუებულ სპეიდერვიკში გადავიდა საცხოვრებლად დედამისთან, ტყუპ ძმებთან ჯარედ და საიმონ გრეისებთან და მათ დასთან მალორისთან ერთად, მათ ალტერნატიულ სამყაროში ამოყვეს თავი, სადაც ჯადოქრები და სხვადასხვა არსებები ბინადრობენ.

1927 წ გარემოებები აშორებს ოჯახს შორეული რუსული გარეუბნისგან. მამა სამუშაოს საძიებლად ამერიკაში მიდის ემიგრაციაში, ხოლო ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელიც ცდილობს მისი კვალის პოვნას, ბედის ნებით მალევე აღმოჩნდება ინგლისის ქრისტიანულ ბავშვთა სახლში. აქ იგი იღებს ახალ სახელს - სუზი და ახალი ცხოვრების ბილეთს, სწავლობს სიმღერას და ივიწყებს მშობლიურ ენას. მრავალი წელი გადის. ახლა კი საყვარელი გოგონა, დაუვიწყარი ლამაზი ხმით დაჯილდოვებული, პარიზში ხვდება. სიყვარულის აკვანი და მშვენიერების ნაზი ასაკი ნაყოფს იძლევა. ამოუცნობი გრძნობა და პირველი ვნება მთლიანად იპყრობს გულმოდგინე გოგონას. მაგრამ მოულოდნელად უღრუბლო ბედნიერებას არღვევს ომის დაწყება და ნაცისტების შემოსევა.