წარმატებულმა ბიზნესმენმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გადაუხდის თუ არა გამოსასყიდს გამტაცებლებს, რომლებმაც შეცდომით მოიპარეს არა მისი შვილი, არამედ იმ კაცის ვაჟი, რომელიც მას მძღოლად მუშაობს.

ცხოვრება ტეხასის პატარა ქალაქში დიდი დეპრესიის დროს (1929-1933). ახალგაზრდა ქვრივი, ედნა სპალდინგი, იძულებულია დამოუკიდებლად აწარმოოს ფერმა, გაზარდოს ორი შვილი და იბრძოლოს გადარჩენისთვის.

ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე.

ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს".

მდიდარი ოჯახიდან იტაცებენ შესანიშნავ ჩვილს, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი ნახატებით პაწაწინა ბავშვზე სახელად ბუ. ბოროტმოქმედები უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ პაწაწინას დაკარგავენ უიღბლო გამტაცებლები...