კოსმოსურ მეგაპოლისში გენიალური მეცნიერი, დოქტორ ტენმა ცხოვრობს. თავისი დაღუპული შვილის სახსოვრად, მან რობოტი-ბიჭუნა შექმნა, რომელსაც ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები და სუპერგმირის ზებუნებრივი ძალები აქვს. ასტრო ბიჭუნას გული დაწყდა როდესაც გაიგო, რომ ნამდვილი ადამიანი არაა. მაგრამ ამასობაში ის სამხედრო დამნაშავეთა ინტერესის სფეროში მოექცა, რომლებსაც პატარა რობოტის ძალის გამოყენება სურთ დედამიწის დაპყრობაში.

2019 წელს თითქმის ყველა ადამიანი ვამპირად არის ქცეული. დომინანტი რასა გადარჩენის გეგმაზე ზრუნავს, რადგან მათი საკვები - ადამიანის სისხლი, მალე გამოილევა. ამასობაში ერთერთი მკვლევარი და ვამპირების ფარული ჯგუფი კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ.