ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ირლანდიელ რესპუბლიკელთა არმიის ბოევიკებთან ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯოდის,რომელიც თავის მეციხოვნე ფერგიუსს დაუმეგობრდა, მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ტრაგედიით თუ დამთავრდებოდა. ფერგიუსი ბრძანებას იღებს, რომ დახვრიტოს ტყვე. ის იძულებულია ბრძანება შეასრულოს, რის შემდეგაც ლონდონში მიემგზავრება. ფერგიუსმა ჯოდის უკანასკნელი სურვილი უნდა შეასრულოს და მისი შეყვარებული დილი უნდა მოძებნოს, რომელიც ფოტოსურათზე ნახა.

ომარი ჰომოსექსუალი პაკისტანელი ბიჭია, ის ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ის თავის მეგობარ ჯონისთან ერთად გადაწყვეტს ბინძური ფულით სამრეცხაო გახსნას.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.

თვრამეტი წლის გულუბრყვილო ნოე გეი გაცნობის საიტის მეშვეობით ხვდება გარკვეულ დიეგოს და ისინი აწყობენ შეხვედრას. მაგრამ ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ჩანს.