სიყვარული და ოცნებები დაყვებიან ორ მსახიობს ოცდაათი წლის განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისი. ომ პრახაშ მახიჯა – ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ეპიზოდიურ როლებს თამაშობს ბოლივუდში. ომის ამბიციაა – კინოს ვარსკვლავი გახდეს. მისი მეგობარი პაპუ და დედა ბელა მას მხარს უჭერენ ამაში...

1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

გატაცებულია უახლესი უჩინარი თვითმფრინავი, და აშშ–ს მთავრობა აგზავნის ორი დაუმარცხებელი მებრძოლისგან შემდგარ გუნდს – სუპერაგენტს ალექს სკოტს და ჩემპიონს ბოქსში კელი რობინსონს. აუცილებელია ნებისმიერ ფასად თვითმფრინავი დააბრუნონ, რომელიც არნოლდ გუნდარსის, იარაღით მოვაჭრის ხელში აღმოჩნდა.