იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა.

1899 წელი, საშობაო სანკტ-პეტერბურგი. ახალი საუკუნის მიჯნაზე იკრიბება ყველა ფენის ხალხი: მათ შორის მატვეი, მელამპრის შვილი, რომლის ერთადერთი საგანძური ვერცხლით მოოქროვილი ციგურებია და ალისა მეცნიერებაზე მეოცნებე მაღალი თანამდებობის პირის ქალიშვილი.