ბენჯამინ ბარკერის, იგივე სუინი ტოდის ისტორია, რომელიც ლონდონში ერთ რიგით საპარიკმახეროში დატრიალდა და რაშიც მას მისი მოიჯარე ,მისის ლოვეტი ეხმარებოდა. გადაღებულია ბროდვეის მიუზიკლის მიხედვით.

სენგა უილსონს აქვს ძალიან ნათელი მოგონებები მისი მღელვარე ახალგაზრდობის შესახებ, ამიტომ იგი ფხიზლად უყურებს საკუთარ ქალიშვილ ნატს. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, რაც უფრო მეტად სურთ მშობლებს დაიცვან თავიანთი შვილები ახალგაზრდობის შეცდომებისგან, მით უფრო მეტად უბიძგებენ მათ აჯანყებისკენ. ერთ მომენტში მეამბოხე ნატი მანქანიდან პირდაპირ გზატკეცილზე ხტება და საეჭვო ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ზურგჩანთებით მხარზე გარბის. სამწუხაროდ, ასე ახდება სენგას ყველაზე საშინელი დედობრივი კოშმარი: ახალგაზრდები აღმოჩნდებიან სისხლიანი კულტის წევრები, რომელსაც ხელმძღვანელობს გარკვეული დემონური მამა.