იაპონია, მე-16 საუკუნე. ჰიდეტორის ხანდაზმული მმართველი აცხადებს თავისი ქონების გაყოფას სამ ვაჟს შორის. ორი უფროსი ვაჟის ერთგულების ცრუ გარანტიებით მოტყუებული, ჰიდეტორი ასახლებს უმცროსს, რომელმაც გაბედა იმის მტკიცება, რომ მამის გადაწყვეტილება მთელ მათ ოჯახს სიკვდილს მოუტანდა. მზაკვრული ღალატის მსხვერპლი რომ გახდა, მმართველი გონებას კარგავს და მის მემკვიდრეებს შორის დაუნდობელი ძმათამკვლელი ომი იწყება.
სუნ ვუ - ცივსისხლიანი, პედანტური შემსრულებელია, რომელიც ერთ-ერთი მაფიოზის ღამის კლუბში მენეჯერად მუშაობს. ბოსმა მას ხი-სუს თვალთვალი დაავალა.
ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.
ომს არ მოაქვს გამარჯვება - ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას სასტიკი დამარცხება მოჰყვება თან. გამარჯვებული გენერალი ტიტუს ანდრონიკი რომში ტრიუმფით ბრუნდება და თავისი ტყვეების სიკვდილით დასჯას ითხოვს... მაგრამ გოთების მშვენიერი და ცბიერი დედოფალი ტამარა სიკვდილს გადაურჩება და ტიტუსზე შურისძიების ფიცს დადებს.