"ანდრეი რუბლიოვის" გადაღების დასრულების შემდეგ, ფილმი აკრძალეს და მხოლოდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე უჩვენებდნენ. სურათი გენიალური რუსი ხატმწერის შესახებ მოგვითხრობს.

უდიდესი დეპრესიის დროს, ბევრი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე - სამუშაოს, სახსრების გარეშე. და არანაირი მომავლის იმედით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ და გარშემო მყოფთ მაგალითს აძლევდნენ თავისი საქციელით. ჯეიმს ბრედოკი ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.

ეკიპაჟის მეთაურს, რომელიც ცნობილია როგორც ვარდადი, რომელიც ნაცისტური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჯერ აფრიკაში, შემდეგ კი ევროპაში, აქვს ერთი მიზანი - გადარჩეს ომში და გადაარჩინოს თავისი ხალხის სიცოცხლე. ამ შედარებით ამბიციურ გეგმას საფრთხე ემუქრება, როდესაც მწვანე ახალწვეული ნორმან ელისონი, რომელსაც აქამდე არასდროს უბრძოლია და ჯერ არ ჰქონდა დრო, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ სწრაფად და უყოყმანოდ უნდა დაასრულოს ადამიანთა სიცოცხლე, შეუერთდება მის ეკიპაჟს. გადარჩენის იმედი სრულიად მოჩვენებითი ხდება მაშინ, როდესაც „ფურის“ ეკიპაჟს მოუწევს მონაწილეობა სუიციდის მისიაში.

ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.

ერინ ბროკოვიჩი ორჯერ განათხოვარი, მარტოხელა დედაა სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებული ლამაზმანისთვის, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.