რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.

ტომეკი დედასთან მარტო ცხოვრობს, რადგან მამამისი ალეკი აშშ-ში წავიდა და თან ფულიც წაიღო. მოულოდნელად იგი შინ ბრუნდება უამრავი საჩუქრით, მაგრამ დაბრუნების მიზეზს არ ხსნის. თითქოს ყველა ბედნიერია.... დრო გადის, ალეკს ძლიერი ალკოჰოლური დამოკიდებულება სტანჯავს, რომელიც თანდათან ანგრევს ტომეკის ოჯახსაც და მის ბავშვობასაც. ბიჭი ძალიან სწრაფად უნდა გაიზარდოს და თვალი გაუსწოროს ბავშვისთვის წარმოუდგენელ რეალობას.

აფრო-ამერიკელი ყოფილი ბეისბოლისტი, რომელიც ახლა პიტსბურგის ქუჩებს ასუფთავებს, იბრძვის 1950-იანი წლების ამერიკაში თავისი ოჯახის უზრუნველსაყოფად, სადაც რასა ჯერ კიდევ პრობლემაა.