მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.

სტივ რასელი პატარა ქალაქის პოლიციელია, თაღლითობისათვის ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება,სადაც ქარიზმატულ ფილიპ მორისს შეხვდება. რასელი მთელ მის ცხოვრებას მორისს მიუძღვნის იმ შედეგების მიუხედავად,რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.