აშშ-ს პრეზიდენტის ლიმანის პოპულარობა ეცემა, საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს სკოტი გადაწყვეტს ისარგებლოს ამით: სამხედრო გადატრიალების დახმარებით გადაწყვეტს ქვეყნის „სუსტი“ ლიდერის ლიკვიდაციას. პოლკოვნიკი კეისი, სკოტის უახლოესი თანაშემწე, შემთხვევით გაიგებს შეთქმულების შესახებ და რთული არჩევანის წინაშე დგას: ქვეყნისა და პრეზიდენტის გადარჩენა ნიშნავს მეთაურის ღალატს.

სახელი ამირი ნიშნავს „ლიდერს, წამყვანს“, მაგრამ ფილმის მთავარი გმირი პირიქით, შიშით შეპყრობილი გახდება... როდესაც ამირი მუმბაიში ჩამოფრინდება, ის აღმოჩნდება სამყაროში, რომელზეც ადრე არასოდეს გაუგია – მუმბაის ღარიბ უბნებში, მის ქუჩებში, იაფფასიან კაფეებში და ოტელებში, მიტოვებულ შენობებში და გადატენილ ბაზრობებში. ამირი რამდენიმე საათში მთელ სიცოცხლეს გადაიტანს, თავისი თავისა და თავისი ოჯახის გადარჩენისთვის...