ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.
ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.
მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.
ფილმის მოქმედება მაყურებელს 50-იან წლებში მიჰყავს. ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მაგრამ გართობის სეზონი დაჩრდილა ბიჭის იდუმალი გაუჩინარებამ. ოთხი თინეიჯერი მეგობარი მის საძებნელად მიდის. ბავშვებმა აიღეს რთული დავალება, რადგან სურთ რაც შეიძლება მალე დაბერდნენ.
ფრანცისკანელი მორჩილი ვილიამი და მისი ახალგაზრდა თანმხლები იძიებენ მისტიკური მკვლელობების სერიას შუასაუკუნეების სააბატოში.
1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.
ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.
დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
პატარა ქალაქი ოკლაჰომაში, 60-იანი წლები. მარადიულ კონფლიქტში ერთმანეთს ქონებით გამოყოფილი მოზარდთა ბანდები უპირისპირდებიან.
ისინი ერთმანეთის სრული საპირისპიროა. ერთი სანიმუშო მეოჯახეა და არავითარი ქონება არ აქვს, მეორე მდიდარია და ბაკალავრიატის ცხოვრების ყველა სიკეთით სარგებლობს. მეგობრობის გარდა, მათ პოლიციაში მუშაობა აერთიანებს. მათი ახალი ამოცანაა დაიჭირონ მოძალადე კრიმინალი, რომელმაც მოიპარა ნარკოტიკი საიდუმლო საწყობიდან, ასევე გადაარჩინოს გოგონა, რომელიც მის გზაზე აღმოჩნდა. მაგრამ ამისათვის მეგობრებს მოუწევთ ადგილების შეცვლა ...
სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.
მომავალში, როდესაც პოლუსების ყინულოვანი საფარი დადნა, დედამიწა მთლიანად წყალმა დაფარა. ულამაზესი ბარმენი ქალი მცურავ კუნძულზე მუტანტ მეზღვაურს იპოვნის და გადაარჩენს.ისინი პატარა გოგონასთან, ენოლასთან ერთად გემზე გაიქცევიან. მალე ეს სამეული პირატების სამიზნე გახდება, რადგან ენოლას ზურგზე ხმელეთის რუქა აქვს ამოსვირინგებული.
ფილმის მთავარი გმირი – პოპულარული რადიოშოუს წამყვანია. ერთხელაც ის მიიღებს თავისი მეგობრისგან, გამომცემლისგან, 14 წლის პიტ ლოგანდის ხელნაწერას, რომელშიც იმაზეა მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ მას სადისტი მშობლები. პიტი ნუნის გადაცემების დიდი თაყვანისმცემელია, და მალევე ის თვითონ დაამყარებს კონტაქტს რადიოწამყვანთან, ისინი დაიწყებენ ტელეფონით აქტიურ ურთიერთობას.
თავაგადასავლების მაძებარი ალანი მომხიბლავ ჯესისთან და მის არქეოლოგ მამასთან ერთად მიემგზავრება. ისინი მეფე სოლომონის მახვილს ეძებენ.