ფრანსუა პერინის უბედური შემთხვევის ისტორია, ყოფილი ფეხბურთელი, რომლის სასიყვარულო ურთიერთობები მისთვის ციხედ იქცა. მრავალი გაუგებრობის შემდეგ, ფრანსუა იხსნის თავის გუნდს და ხდება გმირი.

ვირჯილი მორცხვი, ტანდაბალი, დიდსათვალეებიანი საშიში რეციდივისტია, რომელიც ყველას და ყველაფერს ქურდავს. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობის გამო ბოლოს, ციხეშიც კი აღმოჩნდა, გისოსებიდან გამოსული ისევ ძველ საქმეს უბრუნდება... მორიგი „ჯდომის“ შემდეგ, იგი ვინმეს გაქურდვას გადაწყვეტს და პარკში გადის, სადაც ოცნების ქალს ხვდება... იმისათვის, რომ დანაშაულებრივი ცხოვრება ეფექტურად დაასრულოს, ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს.

ორი დიამეტრალურად საპირისპირო მისწრაფებების მქონე ადამიანი შეურიგებელ ბრძოლაში შედის. პოლიციელი ფრენკ კონორი რთული დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ, მისი შვილი სასიკვდილო ავადაა და მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაფერისი დონორი, პიტერ მაკკეიბი - სიკვდილით დასჯილი სასტიკი მკვლელი - გარბის საავადმყოფოდან, სადაც ის ციხიდან წაიყვანეს. თუ ფრენკი თავის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს, დამნაშავე მოკვდება, შემდეგ კი უბედური ბავშვი განწირულია. მას შვილის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მკვლელის გადარჩენით შეუძლია და ამ სისხლიან დრამაში მას მოკავშირეები არ ჰყავს: დამნაშავეც და პოლიციაც მის წინააღმდეგ არიან.