ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება.

ჰილარის საყვარელი მამაკაცი მიატოვებს, და ის გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს თავის ცხოვრება. ის მომვლელად იწყებს მუშაობას ლეიკემიით დაავადებულ გენიალურ ადამიანთან. ადამიანური სიმპატია მალე ვნებიან სიყვარულში გადაიზრდება... მაგრამ მათი სიყვარული განწირულია.