ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

ფინანსური მაგნატი ედვარდ ლუისი, რომელიც ღამით ქალაქში გადის, მშვენიერ ქალთან ჩერდება. მას ვივიენი ჰქვია და მხოლოდ ფულს იღებს. მეორე დილით ის ხვდება, რომ არ სურს მასთან განშორება და ეპატიჟება გოგონას კიდევ რამდენიმე ხნით დარჩეს სასტუმროს ნომერში - დამატებით საფასურად. ვივიენი ბრჭყვიალა და ტყუილის ზღვაში აღმოჩნდება. ის მოითმენს მის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებას იმ მამაკაცის გულისთვის, რომელიც მოსწონს, რომელიც აღარ არის მისთვის მხოლოდ კლიენტი.

ხუთი გადაკვეთილი ამბავი ქმნის მხიარულ ატმოსფეროს. სექსის ღამე და შესაძლებლობა, სადაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ ყველა იღებს იმას, რაც სურს.

თავდავიწყებული სიყვარული ნელ-ნელა კვდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში ტრიალი გიწევს და ხედავ როგორ ბერდება შენი მეორე ნახევარი. სწორედ ამის ეშინია ალექსანდრას, როდესაც არაჩვეულებრივ ფანფანს ხვდება. თუმცა მას ფანფანთან ფიზიკური სიახლოვე არ სურს, არამედ პლატონური სიყვარული იპყრობს.

სანამ ზოუი მის იდეალურ მამაკაცს ეძებს იგი გადაწყვეტს რომ ჯერ ბავშვი გააჩინოს. მაგრამ იმავე დღეს როდესაც ის ხელოვნურ განაყოფიერებას გაიკეთებს, იგი სტენს შეხვდება, რომელიც სწორედ იმ ადამიანს ჰგავს,რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ელოდებოდა. ახლა ზოუიმ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააერთიანოს მისი ორი ოცნება.