სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი ჯონ დუნბარი თვითმკვლელობით ცდილობს სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ამის მაგივრად ხდება გმირი. ჯილდოს სახით მას გადაიყვანენ დასავლეთ საზღვართან მიტოვებულ ფორტში, სადაც ის დაუმეგობრდება ადგილობრივ ინდიელთა ტომს.
ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებმაც მას უღალატეს.