დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

საიდუმლო სამსახურის აგენტი იძულებულია ლოს-ანჟელესის დანაშაულებრივ სამყაროსთან იბრძოლოს.

დადგა შობა... თუმცა, ამ ჯადოსნური დღესასწაულის ძალებს ზოგიერთი ადამიანის ყინულის გულის გალღვობა არ შეუძლია... ასეთი გამოუსწორებელი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ფილმის გმირიც - მაგნატი ფრენკ კროსი.

რისი გაკეთება შეგიძლიათ 60 წამში? მოწიე სიგარეტი ან დალიე ფინჯანი ყავა. მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთ პროფესიონალს, ლეგენდარულ ქურდს, სახელად მემფისს, შეუძლია ნებისმიერი მანქანის მოპარვა რამდენიმე წამში. თუმცა ამჯერად შეუძლებელი უნდა გააკეთოს: ძმის გადასარჩენად მემფისმა ერთ ღამეში 50 პირველი კლასის მანქანა უნდა მოიპაროს. მაფიისა და პოლიციის ორმაგი ხაფანგისგან თავის დასაღწევად მან უნდა დაიცვას ერთი პრინციპი - არ გაჩერდე...