ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.

შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...

ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.