ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.

გლადიატორი სპარტაკის ისტორია. დაუძლეველი თავისუფლების სურვილი აიძულებს სპარტაკს მოაწყოს მონების ლეგენდარული აჯანყება, რომელიც გახდა უმთავრესი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში.