პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.

საი პერიში – მარტოხელა ხანში შესული ფოტოლაბორატორიის უფროსია. მის ცხოვრებაში არაფერი არსებობს სამსახურის გარდა. ერთადერთი სიხარული საის ცხოვრებაში – იორკინების ოჯახია. მრავალი წლის მანძილზე ის ამ ოჯახის სურათებს ამჟღავნებდა, და მიეჩვია ამ ოჯახს, და განსაკუთრებით პატარა ჯეიკობს. მაგრამ ეს მიჩვევა ძალიან შორს შედის.

1999 წლის 28 დეკემბერს ნიუ-იორკში ახალი ათასწლეულის დადგომისთვის ემზადებიან. მაგრამ სატანა გადაწყვიტავს ქალაქის ზეიმი ჩაშალოს, მამაკაცის სხეულში ჩასახლდება და მის საცოლედ 20 წლის ქრისტინ იორკს აირჩევს. სამყაროს დასასრული ახლოვდება და ერთადერთი იმედი ათეისტი ჯერიჰო ქეინია.