ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.
ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.
ფილმის მთავარი გმირი – უბრალო სერბი მამაკაცია, მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამ მამაკაცის ცხოვრება დაყოფილია სამი სრულიად განსხვავებულ პერიოდებად. თავდაპირველად ჩვენი გმირი მარტოხელა იყო და მცირე საწარმოში მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით შეხვდება ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდება. მალე ის მისი მეუღლე გახდება. თუმცა ფილმის მთავარ გმირს ბედი სასტიკად გაწირავს და ის სიყვარულს დაკარგავს. მისი ცხოვრება აზრს კარგავს, და ის გადაწყვეტს ბერად აღკვეცას…