მე-19 საუკუნის ბოლო, ნიუ-იორკი. Journal და World- ორი მსხვილი კონკურენტი გამომცემლობა, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან მეტი მკითხველისა და მეტი შემოსავალის მოსაპოვებლად. Newsies- გაზეთების ახალაგზრდა გამავრცელებლები, რომლებიც ერთ მშევნიერ დღეს იგებენ, რომ გაიზარდა ასეული გაზეთის ასაღები ფასი, რაც ნიშნავს რომ მათთვის კიდევ უფრო რთული ხდება საარსებო ფულის შოვნა. ისინი გადაწყვიტავენ დაუპირისპირდნენ ძლევამოსილ გაზეთების მაგნატებს.
ნამდვილი დრამატული ამბავი 16 წლის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთის ვუნდერკინდის მარტინ ბენგტსონის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, რომელიც შვედეთს ოდესმე უნახავს. თექვსმეტი წლის ასაკში მისი ოცნება ახდება, როდესაც იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბი მილანის “ინტერი” იყიდის. თუმცა, ამ ოცნებისთვის მას თავგანწირვის, თავდადების, სასტიკი ზეწოლის და, უპირველეს ყოვლისა, მარტოობის თვალსაზრისით ძალიან ძვირის გადახდა მოუწევს. საბოლოოდ საშინელ დეპრესიაში ჩავარდნილი, ახალგაზრდა მარტინი იწყებს დაეჭვებას, არის თუ არა ეს ის ცხოვრება, რომლისკენაც ის ისწრაფოდა.