საიდუმლო სამსახურის აგენტი იძულებულია ლოს-ანჟელესის დანაშაულებრივ სამყაროსთან იბრძოლოს.

პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.