ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს.

პროფესიონალი ფოტოგრაფი ელიოტ სლეიტერი მრავალი წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა სექსუალურობის დასათრგუნად და ამ საკითხში უკიდურესობამდე მივიდა. დროა გამოჯანმრთელდეს! ელიოტი შვებულებაში მიდის სიყვარულის სამოთხის კუნძულზე, სადაც მადამ ლიზა ემერსონის სპეციალურ კერძო კლინიკაში გაივლის სექსუალური თერაპიის კურსს, ათავისუფლებს გრძნობებს და სამუდამოდ მოიშორებს ყველა კომპლექსს. აეროპორტში ელიოტი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვევის გამო ირგვლივ ყველა ლამაზ ქალს უღებს სურათებს. შემთხვევით, ელიოტი გადაღებს ნინას, შავკანიან კონტრაბანდისტს, რომელიც მოპარულ ბრილიანტს გადასცემს გარკვეულ ომარს, რომელსაც პოლიცია ეძებს მთელ მსოფლიოში.