მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ბედის ნებით, ორი აბსოლუტური საპირისპირო, წყნარი რუდი და ზარმაცი მარტინი, აღმოჩნდებიან იმავე საავადმყოფოს პალატაში. იმედგაცრუებული პროგნოზების გაცნობის შემდეგ, მეგობრები გადაწყვეტენ ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოიყენონ - მოიპარონ მანქანა ფულით, დალიონ ტეკილა და, რა თქმა უნდა, ნახონ ზღვა.

სექსუალური ნიკ მარშალი კარიერის პიკზეა სარეკლამო სააგენტოში და დაწინაურებას ეძებს, მაგრამ მის ადგილს დარსი მაკგუაირი იკავებს. ერთ დღეს ნიკს ავარია ემართება, რის შემდეგაც ქალის აზრების კითხვას იწყებს. ამ საჩუქრით პლეიბოის სურს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები სამსახურში, მაგრამ სამაგიეროდ პოულობს თავის სიყვარულს.

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.