მას შემდეგ რაც იგი მიყრუებულ სპეიდერვიკში გადავიდა საცხოვრებლად დედამისთან, ტყუპ ძმებთან ჯარედ და საიმონ გრეისებთან და მათ დასთან მალორისთან ერთად, მათ ალტერნატიულ სამყაროში ამოყვეს თავი, სადაც ჯადოქრები და სხვადასხვა არსებები ბინადრობენ.

ლერაბის ოჯახში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდეს – უმცროსი ძმის ქოწილი. პატარძლის მზითვი მისცემს ძმებს საშუალებას მონოპოლისტები გახდნენ კომუნიკაციის ბაზარზე. მაგრამ ყველა გეგმა იშლება, როდესაც პარიზიდან ლამაზმანი საბრინა ბრუნდება.

ლესლიმ მამის დატოვებული სათამაშოების ქარხანა უნდა გადაარჩინოს ბოროტი ბიძისგან.

ლერი ჯილი დაბალი რანგის განგსტერია, რომელსაც დავალებული აქვს დიდი ძალაუფლების მქონე რაიონული პროკურორის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმის გატაცება, რადგან მათი მაფიის ბოსი ციხეში ჩაჯდომის საშიშროების წინაშე დგას. ჯილი ბიჭს ადვილად დაიყოლიებს და უპრობლემოდ წაიყვანს თავისთან, იმ პირობით, რომ ჯილი მას შემდეგ "მაშველების" სანახავად წაიყვანს.ყველაფრის მიუხედავად ბოსი მას მაინც არ ენდობა და ამიტომ სპეციალურად დაიქირავებს ქალს სახელად რიკი, რომელიც მას უთვალთვალებს.