რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.
საიმპერატორო გვარდიის კაპიტანი სებასტიანი დაქვეითებულია და გადაასახლეს სარდინიაში ქრისტიანობის აღიარების გამო. აქ ის მაშინვე ხდება მცველი მაქსიმუს სევერუსის შევიწროების საგანი. სებასტიანი წყვეტს კოლეგებთან ურთიერთობას, გადადის საკუთარ მისტიკურ გამოცდილებაში და ხმელთაშუა ზღვის იდილია იქცევა ხორციელ ვნებების მორევად.
რომის იმპერია, იმპერატორ ნერონის ხანა. დიდი რეჟისორის მიერ გაცოცხლებული ისტორიია ეპიზოდები.
ომს არ მოაქვს გამარჯვება - ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას სასტიკი დამარცხება მოჰყვება თან. გამარჯვებული გენერალი ტიტუს ანდრონიკი რომში ტრიუმფით ბრუნდება და თავისი ტყვეების სიკვდილით დასჯას ითხოვს... მაგრამ გოთების მშვენიერი და ცბიერი დედოფალი ტამარა სიკვდილს გადაურჩება და ტიტუსზე შურისძიების ფიცს დადებს.
ფილმი გვიჩვენებს ძალაუფლებისათვის ბრძოლას და მამა-შვილის ღალატს, რამაც რომის იმპერია საბოლოო კოლაფსამდე მიიყვანა.