გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.
ჩენსი ერთი ჩვეულებრივი მებაღეა,რომელმაც მთელი ცხოვრება მოხუცი მეპატრონის სახლში გაატარა. მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ ის ქუჩაში რჩება და არაფერი იცის გარე სამყაროს შესახებ, გარდა იმისა, რაც ტელევიზორში უნახავს.
ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.
ჰოლივუდის მსხვილი სტუდიის პროდიუსერს ბევრი მტერი ჰყავს, ის იძულებულია მრავალ პროექტსა თუ სცენარზე თქვას უარი, სწორედ ამის გამო ემტერებიან მას.
1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.